გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ Georgian Airways-წ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია, – აცხადებენ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ში.
კომპანიის ინფორმაციით, მათ ავიაბილეთების რეალიზაციაზე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან.
“აქვე განვმარტავთ, Georgian Airways-წ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.
Georgian Airways-ს და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.
რაც შეეხება კომპანია Georgian Airways-ს ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში”, განმარტებულია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.