ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.

იტალიის ქალაქი ფორლი – საუკეთესო ადგილი სამედიცინო ტურიზმისა და გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის!

ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეისები 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შესრულდება.

ფორლი მდებარეობს ემილია-რომანიის რეგიონში, რომელიც ცნობილია თერმული წყლებით, გამაჯანსაღებელი პროცედურებითა და მაღალი დონის სპა-კურორტებით.

ფორლი არა მხოლოდ ულამაზესი იტალიური ქალაქია, არამედ სამედიცინო ტურიზმის ცენტრი, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტების სამედიცინო ჩექაპს, რეაბილიტაციის თანამედროვე პროგრამებს, გამაჯანსაღებელი თერაპიებს და უნიკალურ თერმულ წყაროებს.

რა გელოდებათ ფორლიში?

სამედიცინო ჩექაპი – ჯანმრთელობის სრულყოფილი დიაგნოსტიკა თანამედროვე კლინიკებში

რეაბილიტაციის პროგრამები – მრავალპროფილური თერაპიები

გამაჯანსაღებელი პროცედურები – სხვადასხვა სახის მასაჟი, თერაპიული აბაზანები და ველნეს-პროცედურები

თერმული სპა-ცენტრები – უნიკალური წყაროები, რომლებიც ცნობილია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი  ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.