ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი სომხურ ავიაკომპანია Aircompany Armenia-თან თანამშრომლობით თბილისსა და ერევანს შორის თებერვალში რამდენიმე რეისს განახორციელებს.
Georgian Airways-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისი-ერევანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
05.02.2021,
10.02.2021,
14.02.2021,
17.02.2021,
21.02.2021,
24.02.2021,
28.02.2021.
“დამატებითი ინფორმაციისთვის და ჯავშნისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისს (რუსთაველის 12) ან ეწვიოთ ვებ – გვერდს: https://www.georgian-airways.com/en! ჩვენ ასევე გთხოვთ, წინასწარ მიიღოთ ინფორმაცია საელჩოებიდან / საკონსულოებიდან, ნებადართულია თუ არა თქვენი ჩამოსვლა რომელიმე ქვეყანაში! მოუთმენლად გელოდებით ბორტზე”, აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ორივე ავიაკომპანიას: Georgian Airways-საც და Aircompany Armenia-საც ერთიდაიგივე დამფუძნებელი ჰყავთ, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი.