ავიაკომპანია Georgian Airways-ი უკვე მრავალი წელია იყენებს “ზიარი კოდის” (“Codeshare”) ხელშეკრულებას ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებთან, როგორიცაა „Air France” და „KLM”.

ზიარი კოდის შეთანხმებით, Georgian Airways-ის მგზავრებს შეუძლიათ სწრაფად და კომფორტულად – ერთიანი ბილეთით და ბარგის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თბილისიდან პარიზისა და ამსტერდამის გავლით იმგზავრონ პარტნიორი ავიაკომპანიების საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აშშ-ის ქალაქებში.

რა არის “ზიარი კოდი” (“Codeshare”)?

ეს არის შეთანხმება ორ ან მეტ ავიაკომპანიას შორის, რომლის მიხედვით ერთ-ერთი ავიაკომპანია ასრულებს რეისს საკუთარი ავიახომალდითა და ეკიპაჟით, ხოლო მეორე ავიაკომპანია გარკვეული რაოდენობის ადგილების რეალიზაციას ახორციელებს. ერთი და იგივე რეისი პარტნიორი ავიაკომპანიების ვებ-გვერდებზე სხვადასხვა კოდითა და რეისის ნომრით არის გაყიდვაში.

მაგალითად, რეისის განმახორციელებელი გადამზიდავი (A9) Georgian Airways არის ოპერატორი გადამზიდავი, ხოლო რეისის მარკეტინგის განმახორციელებელი ავიაკომპანიაა (KL) KLM. შედეგად მიღებული რეისი იდენტიფიცირდება საერთო კოდებით: TBS-AMS: A9651 და KL3109.