ავიაკომპანია Georgian Airways ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადევს. როგორც ავიაკომპანიის მიერ განთავსებული განცხადებიდან ირკვევა, ბორტგამცილებლის ვაკანსიაზე კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ასაკი 18 წლიდან, სიმაღლე 160სმ-დან;
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება), სრული საშუალო განათლება, ანალიტიკური აზროვნების უნარი, არასტანდარტულ სამუშაო გრაფიკთან ადაპტაციის უნარი, ემპათია, ადამიანებთან მუშაობისა და ახალი გამოცდილებების მიმართ მზადყოფნა, დეტალებზე ორიენტირებულობა და კომუნიკაბელურობა და გუნდთან სწრაფი ადაპტაციის უნარი. ასევე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა და პროცედურების ზუსტად შესრულება და ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა.
„თუ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე 13 დეკემბერს, 13:00 საათზე, ჯორჯიან ეარვეისის” სათაო ოფისში, მისამართზე: ნიკიფორე ირბახის ქუჩა 17“, – აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.












