2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 278 სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქულმა ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 61 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც 2024 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 54 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური ავიაკომპანია Airest-ი​ა, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 5 თვეში 42 რეისს მოემსახურა.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე ასევე ქართული ავიაკომპანია CAMEX Airlines-ია, რომელიც 5 თვეში საქართველოში 22 ფრენას მოემსახურა.

დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:

Georgian Airlines;

Turkish Cargo;

Geo Sky;

Airest;

CAMEX Airlines;