Titan Aircraft Investments-მა Georgian Airlines-ისთვის Boeing 737-800SF ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდის მშრალი ლიზინგის წესით გადაცემის შესახებ განაცხადა, რათა მხარი დაუჭიროს მის ქსელს. აღნიშნულ აქტივს მართავს Atlas Air Worldwide Holdings Inc-ის შვილობილი Titan Aviation Holdings-ი.
“მოხარული ვართ Georgian Airlines-თან თანამშრომლობით. ვაფასებთ მათ ნდობას ჩვენს მიმართ, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მზარდ ბიზნესს”,- განაცხადა Titan Aviation Holdings-ის პრეზიდენტმა და Atlas Air Worldwide-ის კომერციულმა დირექტორმა მაიკლ სტინმა.

“ჩვენ განვაგრძობთ გაფართოებას საჰაერო სატვირთო ბაზარზე და ჩვენთვის პატივია თანამშრომლობა Titan Aircraft Investments-თან, რათა შევქმნათ მეტი სატვირთო გადაზიდვის მოცულობა რეგიონში დამატებითი სატვირთო საჰაერო ხომალდით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობას Titan-ის შესანიშნავ გუნდთან, რადგან ისინი ჩვენ გვეხმარებიან, მოვერგოთ ბაზრის მოთხოვნებს და შევქმნათ კაპიტალი სატვირთო ნაკადებით აზიასა და ევროპას შორის”,- განაცხადა Georgian Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.