ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი აგრძელებს სატვირთო ავიაპარკის გაფართოვებას. ავიაკომპანია საავიაციო ტექნიკის მწარმოებელ Boeing-თან საკუთარი 3 ერთეული Boeing 737-800BCF-ის სატვირთო თვითმფრინავებად გარდაქმნას გეგმავს.
როგორც Georgian Airlines-ის ჯგუფის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა Cargo Facts-ს განუცხადა, კომპანიამ უკვე შეიძინა პირველი 737-800-ი, რომელიც მომავალ წელს იქნება მოწოდებული, ხოლო დარჩენილი ორი საჰაერო ხომალდის მოწოდება 2024 წელს მოხდება.
გაიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია დამატებით კიდევ ორი ახალი საჰაერო ხომალდის ძიებაშია.
ავიაკომპანიის განცხადებით, იგი ამჟამად იჯარით ფლობს ორ ერთეულ 737-800-ს. თამაზ გაიაშვილმა ასევე განუცხადა Cargo Facts-ს, რომ გადამზიდავი კომპანია გააგრძელებს სატვირთო ხომალდების დამატებას როგორც ლიზინგის, ისე საკუთარი თვითმფრინავების გადაკეთების გზით. გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს ავიახაზები აპირებს შეიძინოს ფართო ფიუზელაჟის თვითმფრინავები, მათ შორის 767F და 777F, იმ მიზნით, რომ 2025 წლისთვის, ავიაკომპანიას ათი სატვირთო ბორტი ჰყავდეს.
Georgian Airlines არ არის ერთადერთი საქართველოში დაფუძნებული ავიაკომპანია რომელიც, ექსპლუატაციას უწევს 737NG სატვირთო თვითმფრინავებს. ახალმა სტარტაპმა Camex Airlines-მა ცოტა ხნის წინ მიიღო თავისი პირველი 737-800BCF იჯარით BBAM-ისგან, ხოლო MyWay Airlines ოპერირებს ერთი 737-700BDSF-ით.