2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი კვლავ ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 691 სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია CAMEX Airlines-ია, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 373 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც 2025 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 340 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo-ა, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 6 თვეში 82 რეისს მოემსახურა.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა ჩინური ავიაკომპანია YTO Cargo Airlines-ია, რომელიც 6 თვეში საქართველოში 78 ფრენას მოემსახურა.

დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:

  • Georgian Airlines;
  • CAMEX Airlines-ია;
  • Geo Sky;
  • Turkish Cargo;
  • YTO Cargo Airlines;

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.