ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ს საჰაერო ფლოტს 2022 წელს ერთი ერთეული Boeing 757-200-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატება. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, Geo Sky Boeing 747-200-ის ტიპის თვითმფრინავის გარდა, ოპერირებას მოახდენს ბოინგ 757-200-თაც, რომლის საერთო ტვირთამწეობა 30 ტონას შეადგენს.