სამეგრელომ 7-8 სექტემბერს, გემო ფესტს პირველად უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. სამეგრელოში გემო ფესტის გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ფესტივალის მონაწილე, შატო ჭკადუაშის წარმომადგენელი მატილდა მიურატი.
„ძალიან მომეწონა გემო ფესტი, ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება ასეთი ფესტივალები ხშირად ჩატარდეს, ეს დიდი ხელშეწყობაა, როგორც კულინარიული ფესტივალის მონაწილეებისთვის, ასევე რეგიონისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ ერთხელ გაიმართება სამეგრელოში გემო ფესტი“,-აცხადებს ფესტივალის მონაწილე მატილდა მიურატი.
გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.
გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.
გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.
გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.