ხვალ, 15:00 საათზე, ქუთაისში „გემო ფესტი“ სტარტს აიღებს. ორ დღიანი ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
„გემო ფესტში“ ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში გელოდებათ კვების ზონა, უგემრიელესი იმერული კერძებით, აგრო სამრეწველო ბაზარი, ფერმერთა ბაზარი, საბავშვო ზონა, ფოტო ზონა, ბარი და სცენა. ფესტივალის ორივე დღე მუსიკალურად გაფორმდება.
“გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ფესტივალის პარტნიორები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.