ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს, ზუგდიდში, პირველად, გემო ფესტი გაიმართა. სამეგრელოში გემო ფესტის ჩატარებას აფასებს ფესტივალის მონაწილე, Griller-ის წარმომადგენელი ცოტნე ქობალია.
„გემო ფესტში პირველად მივიღე მონაწილეობა. ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში ფესტივალში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მივიღე და კიდევ ველოდები შემდგომ გემო ფესტს. ეს ფესტივალი ჩვენი რეგიონისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ასევე ჩემი ბიზნესისთვის საუკეთესო ხელშემწყობია“,-აცხადებს ფესტივალის მონაწილე ცოტნე ქობალია.
გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.
გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.
გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.
გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.