სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. აღნიშნული პოზიცია საავიაციო სექტორის სპეციალისტებისთვის პროფესიული ზრდის საინტერესო შესაძლებლობას ითვალისწინებს — შერჩეულ კანდიდატს, გარკვეული გამოცდილების დაგროვებისა და მომზადების შემდეგ, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (CNS) უფლებამოსილება მიენიჭება.

„სააერნაონსო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ძირითადი ფუნქციები:

  • სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სასერტიფიკაციო და საზედამხედველო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობა (კომპეტენციის ფარგლებში);
  • საერთაშორისო ან/და ევროპული საავიაციო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების ან/და ცვლილებების გაცნობა, ანალიზი, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
  • სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმების პროცესის წარმართვა/მონაწილეობის მიღება და დასკვნის მომზადება;
  • საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;

ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში) და სხვა.
შერჩეული კანდიდატს, რომელიც მოცემულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიან გამოცდილებას დააგროვებს და დააკმაყოფილებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო მომზადების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიენიჭება საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორის (CNS) უფლებამოსილება და დაეკისრება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების მიმართულებით სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

  • სერტიფიცირებული საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს საქმიანობაზე ზედამხედველობა;
  • საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება და ზედამხედველობა;
  • ტექნიკური საშუალებების აღიარება;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
  • ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი და სხვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი საინჟინრო განათლება, სასურველია – სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით;
სწავლება კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით;
შესაბამის სფეროში (საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურება) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

დეტალური ინფორმაციის სანახავად და საკონკურსო განაცხადის შესატანად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: vacancy.hr.gov.ge