ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განსახილველად წარმოადგინა შემდეგ პროექტები:
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის პროექტი (განხილვის ფარგლებში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, პროექტი განმეორებით გადის საჯარო კონსულტაციებს);
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის პროექტი.
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის მიღების მიზანს წარმოადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისათვის და ექსპლუატაციისთვის პროპორციული ნორმების დადგენა. კერძოდ, წესის მიღება გაამარტივებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მფლობელებისთვის და ოპერირებით დაინტერესებული პირებისთვის ამ დრომდე პრობლემატურ საკითხად არსებულ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის უზრუნველყოფის პროცესს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ წესის მიღება ხელს შეუწყობს ამ ტიპის საჰაერო ხომალდების პოპულაციის ზრდას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას საქართველოში.
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის პროექტი ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის მოთხოვნებს, აღნიშნული ხომალდებისათვის განსაზღვრავს ტექნიკურ პირობებსა და შესაბამისობის დემონსტრირების პროგრამას.
წარმოდგენილი პროექტები ეფუძნება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით არსებულ ევროპულ გამოცდილებას, კერძოდ, საფრანგეთის წარმატებულ პრაქტიკას.