გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში საიმიგრაციო ზონა გაფართოვდა და
დაემატა საპასპორტო კონტროლის ჯიხურები.
უფრო კონკრეტულად, საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა გაიზარდა 9-დან 13-მდე, სასაზღვრო ჯიხურებამდე მისასვლელი სივრცე კი გაფართოვდა 640-დან 925 მ 2 –
მდე.
შეგახსენებთ, რომ გამგზავრების ტერმინალშიც გაფართოვდა საემიგრაციო ზონა 180-დან 530 მ 2 -მდე და საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა 9-დან 13-მდე გაიზარდა.
მოეწყო სასაზღვრო ჯიხურამდე მისასვლელი სწრაფი დერეფანი.
ამ ორივე პროექტში TAV Georgia-მ ინვესტიციის სახით ჩადო 4 მილიონ ლარზე მეტი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წელს მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აეროპორტი წლის განმავლობაში 4,750,830 მგზავრს მოემსახურა.
2023 წელთან შედარებით, გასულ წელს მგზავრთნაკადის 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
გაზრდილი სივრცე და დამატებითი ჯიხურები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს გაზარდოს საზღვრის გამტარუნარიანობა და გააუმჯობესოს მგზავრების მომსახურების ხარისხი.
TAV Georgia ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. კომპანიამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენებასა და განვითარებაში განახორციელს 220 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიცია. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის
შედეგად, TAV Georgia საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს და ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე.