Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა პატრონისგან გაქცეული კატის გამო აფრენა შეწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრი კომპანიის „შავ სიას“ დაემატება.
ირკვევა, რომ თვითმფრინავი, რომელიც ათენისკენ მიემართებოდა, სტამბულის აეროპორტში გასაფრენად ემზადებოდა, როდესაც კატამ მოულოდნელად სალონში სიარული დაიწყო. აღმოჩნდა, მფლობელმა არ შეავსო საჭირო დოკუმენტები და არ შეატყობინა ეკიპაჟს შინაური ცხოველის შესახებ.
ამან კი ლაინერზე აურზაური გამოიწვია. DHA-ს ცნობით, თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან აეროპორტის ტერმინალში დაბრუნდა, კატა და მისი პატრონი რეისიდან მოხსნეს. გაირკვა, რომ პატრონი მანამდეც ცდილობდა კატის კონტრაბანდას იმავე გზით. ავიაკომპანიამ გადაწყვიტა მგზავრის შავ სიაში შეიყვანოს.