წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის განსაკუთრებული წელია, შემოვიდა კიდევ ერთი ახალი, ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი, რომელმაც ჩვენი აეროპორტიდან ოპერირება უკვე დაიწყო, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საბერძნეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ოპერირებდა Aegean Airlines-ი და აღნიშნულ მიმართულებას უკვე მეორე ბერძნული ავიაკომპანიაც დაემატა.

„წელს ავიაციისთვის განსაკუთრებულად წარმატებული წელია, განსაკუთრებული წელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, შემოვიდა კიდევ ერთი ახალი, ბერძნული ავიაკომპანია SKY express, რომელმაც ჩვენი აეროპორტიდან ოპერირება უკვე დაიწყო. ავიაკომპანია ათენის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. აღსანიშნია, რომ საბერძნეთის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და ავიაბაზარზე უკვე ოპერირებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

აღსანიშნავია, რომ SKY express-მა ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ოპერირება უკვე დაიწყო და კომპანია კვირაში სამი სიხშირით ფრენებს Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

SKY express-ი, Aegean Airlines-ისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს.