უკვე ოცნებობთ თქვენს მომავალ თავგადასავლებზე? როგორც ყოველთვის, Wizz Air გვეხმარება ოცნებების ასრულებაში და ქუთაისიდან წლის საუკეთესო მიმართულებებისკენ მიგვიძღვება. ლაჟვარდოვანი სანაპიროებიდან დაწყებული, კულტურული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ქალაქებით დამთავრებული, Wizz Air- გვთავაზობთ ყველაფერს, რაც თქვენს 2025 წელს, დაუვიწყარს გახდის:

რომიქალაქი, სადაც ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია

 თუკი მთელი ცხოვრებაა გული მარადიული ქალაქისკენ მიგიწევთ, მაშინ წელს აუცილებლად უნდა აისრულოთ ოცნება. რატომ? იმიტომ, რომ 2025 წელი, რომისა და ვატიკანის განსაკუთრებული – საიუბილეო წელია. ეს მნიშვნელოვანი წმინდა წელი 2024 წლის შობის დღესასწაულზე დაიწყო და 2026 წლის ნათლისღებაზე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენა ყოველ 25 წელში ერთხელ ხდება  – იუბილეზე კათოლიკური ეკლესია საშუალებას აძლევს ადამიანებს ითხოვონ პლენარული ინდულგენცია, რაც ნიშნავს ცოდვების მიტევებას საკუთარი თავისა ან მათი გარდაცვლილი ახლობლებისთვის.

ასე რომ, წელს, მარადიული ქალაქი, კიდევ უფრო შთამბეჭდავი და განუმეორებელი იქნება!

ბუდაპეშტიგანუმეორებელი არქიტექტურის დედაქალაქი

რა სჯობს ბუდაპეშტის სახელგანთქმულ აბანოებში ნებივრობას, დუნაის პანორამული ხედების ფონზე და უგემრიელესი, ხრაშუნა ჩიმნი ქეიქებით ტკბობას? ეს ქალაქი ხომ სავსეა სახურავებზე განთავსებული კაფეებითა თუ რესტორნებით, ევროპაში ყველაზე ახალგაზრდული ენერგიითა და საიდუმლო ბარებით, რაც ისედაც ჯადოსნურ ქალაქს, კიდევ უფრო მეტ მისტიკასა და ზღაპრულობას სძენს?

2025 წელს, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ სეჩენის სამკურნალო აუზები და ღამის კრუიზი დუნაიზე  – ცხადია, ცქრიალა ღვინის თანხლებით!

ლარნაკახმელთაშუა ზღვის მშვენიერება

წარმოიდგინეთ ოქროსფერი სანაპირო, სუფთა, კამკამა წყალი და ზღვის პროდუქტებით სავსე რესტორნები. ლარნაკა იდეალური ადგილია, თუკი გსურთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დაისვენოთ, თანაც, ხელმისაწვდომ ფასად. ულამაზესი ხედებით, მყუდრო ზღვისპირა ტავერნებითა და მშვიდი ენერგიით, ეს ქალაქი ღია ბარათზე გამოსახულ სურათს ჰგავს.

 თუკი ლარნაკას გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში ეწვევით და მლაშე ტბას მოინახულებთ, მაშინ საკუთარი თვალით იხილავთ ვარდისფერ ფლამინგოებსსანახაობას, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

2025 წელს, მარადიულ ქალაქში, ბუდაპეშტსა და ლარნაკაში ფრენებს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, კვლავ Wizz Air გვთავაზობს. ჩაალაგეთ ჩემოდნები, აიღეთ თქვენი საყვარელი ფოტოკამერა და გაემზადეთ საკუთარ ოცნებებთან შესახვედრად Wizz Air ხომ ქუთაისიდან პირდაპირ დანიშნულების ადგილზე ჩაგიყვანთ!