ზოგადად, მიიჩნევა, რომ თვითმფრინავის წარმატებული დაჯდომის შემდეგ აპლოდისმენტები გავრცელებულია მხოლოდ ყ
ოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მაგრამ ეს სიცრუეა. გაგიკვირდებათ და ეს ტრადიცია წარმოიშვა აშშ-ში, შემდეგ კი, სხვებმა სწორედ დასავლელ მგზავრებს მიბაძეს.
ზუსტად, ვინ და როდის დაუკრა პირველად მფრინავს ტაში, უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ეს მოხდა 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და სულ მალე, მთელ მსოფლიოს მოედო.
ზოგ მგზავრს ეს ტრადიცია აღიზიანებს, ფსიქოლოგები კი ფიქრობენ, რომ პილოტისთვის ტაშის დაკვრა მგზავრებისთვის ემოციური დაძაბულობის შემდეგ განტვირთვის ტოლფასია.
ვისაც უფრენია, შეამჩნევდა, რომ ტაშის დაკვრას მუდამ იწყებს 1 ან 2 ადამიანი და შემდეგ მათ სხვები ყვებიან ხოლმე, ჩატარებული კვლევები ამტკიცებს, რომ ადამიანებს რომლებიც იწყებენ ტაშის დაკვრას, ფრენის ეშინიათ და განტვირთვა სჭირდებათ, ამიტომ მათთვის აუცილებელია ფრენის შემდეგ დასამშვიდებლად რაიმე ქმედების განხორციელება, თვითმფრინავში ყვირილს და ხტუნვას ვერ დაიწყებენ, ამ შემთხვევაში, აპლოდისმენტები – ყველაზე მისაღები ფორმაა.
წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი