ავიაკომპანია Ryanair-ი გაუქმებული ავიარეისების გამო მგზავრებისათვის გადასახდელი კომპენსაციის გადახდის პროცესს აჩქარებს. საქმე ეხება მარტიდან-ივნისამდე გაუქმებულ ფრენებს. კომპანიის ინფორმაციით, მარტის ყველა ფრენის კომპენსაცია უკვე ჩარიცხულია, ხოლო ივნისის ბოლომდე მოხდა აპრილის კომპენსაციის 50%-ის გადახდა. 15 ივლისამდე კი იგეგმება აპრილის ნაწილის დავალიანების დაფარვა. ასევე, ივლისის ბოლომდე მოხდება მაისის დავალიანებების მთლიანი დაფარვა და ასევე ივნისის ძირითადი ნაწილის გასტუმრება. 

Ryanair-ის ინფორმაციით, მგზავრთა 90%-მა, ვისაც ბილეთი პირდაპირ ავიაკომპანიიდან ჰქონდათ შეძენილი, თანხის დაბრუნება მოითხოვეს და ისინი ამ თანხას ივლისი ბოლომდე მიიღებენ.

კომპანიის განმარტებით, გარკვეული შეფერხებაა ფიქსირდება იმ მომხმარებლებთან მიმართებაში, რომელთაც ბილეთი შუამავალი რგოლის დახმარებით იყიდეს, რადგანაც ისინი ხშირ შემთხვევაში კომპანიას არასრულყოფილ ინფორმაცის აწვდიან.