თუ ავიაბილეთების შეძენაზე შეძლებთ თანხის დაზოგვას – დაზოგეთ. ამგვარად ფიქრობენ გამოცდილი დამოუკიდებელი მოგზაურები, რომლებიც აქტიურად იყენებენ საზღვარგარეთ პოპულარულ მეთოდს – Hidden City Ticketing. რა არის ეს? ახლავე გიამბობთ.

ამგვარად, Hidden City Ticketing – ეს არის ბილეთის ღირებულების გაიაფების საშუალება, როდესაც მგზავრი დანიშნულების ადგილამდე  გადაჯდომის პუნქტში ტოვებს რეისს. დავუშვათ, რომ თქვენ ნიუ-იორკიდან ტოკიოში გჭირდებათ ჩასვლა, ხოლო  პირდაპირი რეისის ბილეთის ღირებულება 1037 დოლარია. თქვენ არ გსურთ ამხელა თანხის დახარჯვა და ჯავშნით  407 დოლარის ღირებულების ვარიანტს გადაჯდომით: ნიუ-იორკი – ტოკიო – სინგაპური. სხდებით თვითმფრინავში, უსაფრთხოდ დაფრინდებით ტოკიოში და ბოლო სეგმენტის – ტოკიო-სინგაპურის გამოტოვებით თქვენს საქმეებზე გაემგზავრებით.

ავიაბილეთი

პირდაპირი რეისი ნიუ-იორკი-ტოკიო

ავიაბილეთი

ნიუ-იორკი-სინგაპური გადაჯდომით ტოკიოში

პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა  – 13 საათია, ნიუ-იორკიდან ტოკიოში გადაჯდომით ვარიანტში – 14 საათი.

ამ შემთხვევაში Hidden City Ticketing – ეს არის  ფრენის დაჯავშნა ნიუ იორკიდან სინგაპურში, ტოკიოში გადაჯდომის დროს ჩამოსხდომით.  დანაზოგი – $630. ცუდი არ არის, არა? მოგზაურობის ეს ვარიანტი ნამდვილად მიმზიდველია, მაგრამ არა იდეალური.

Hidden City Ticketing-ის ნაკლი

  1. თუ მგზავრი პირველ სეგმენტს არ გამოიყენებს, დანარჩენი ბილეთი უქმდება. ეს ყველა ავიაკომპანიის წესებშია გაწერილი. ანუ, ვერ შეძლებთ აიღოთ ბილეთი ნიუ-იორკი – ტოკიო – სინგაპური და ტოკიოში ჩასხდეთ თვითმფრინავში.
  2. მხოლოდ ხელბარგით უნდა იმოგზაუროთ ან ბარგი იმ პუნქტამდე დაარეგისტრიროთ, სადაც ჩამოსვლას გეგმავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ სანერვიულო ამბავი დაიწყება სახელწოდებით „დაიბრუნე შენი ნივთები“.
  3. ამინდისა და მრავალი სხვა ფაქტორის გამო ფრენის გეგმები შეიძლება შეიცვალოს. უნდა გაითვალისწინოთ ფრენის გაუქმების ან „ოვერბუქინგის“ (რეისიდან მოხსნის) შესაძლებლობა. ავიაკომპანიას შეუძლია მგზავრი ბილეთში მითითებულ დანიშნულების პუნქტში სხვა მარშრუტით გადააგზავნოს, რომელშიც არ იქნება სასურველი წერტილი B (ჩვენს შემთხვევაში, ტოკიო).

ტოკიოს აეროპორტი

Hidden City Ticketing. კანონიერია თუ არა?

მრავალი ავიაკომპანია მიიჩნევს, რომ არაკანონიერია. 2014 წელს კომპანია United-მა სასამართლო გზით 500 000 დოლარის ანაზღაურება მოთხოვა იმ პიროვნებას, რომელმაც აღნიშნული დანაზოგის ლაიფჰაკი გამოიგონა და Hidden City Ticketing რეისების საძიებო გვერდი შექმნა. ავიაკომპანია კატეგორიულად იყო განწყობილი,  მაგრამ სასამართლო დავა წააგო.

ხოლო 2019 წლის თებერვალში ავიაკომპანია Lufthansa-მ ერთ-ერთ მგზავრს უჩივლა სასამართლოში ხრიკის გამოყენების გამო.  საქმე ასე განვითარდა. მგზავრი სიეტლიდან ოსლოში მიფრინავდა მაინის ფრანკფურტში გადაჯდომით, მაგრამ რეისზე არ გამოცხადდა. მამაკაცმა სხვა ბილეთი შეიძინა – ფრანკფურტი-ბერლინის მიმართულებით და ამ რეისით გაფრინდა. ამგვარი ხრიკით მან 2112 ევროს დაზოგვა შეძლო. Lufthansa-ს სწორედ ამ თანხის ანაზღაურება სურს. პირველი ინსტანციის სასამართლოში ავიაკომპანიამ  ფიასკო განიცადა, მაგრამ არ დათმო და სააპელაციო საჩივარი შეიტანა.

იუნაიტდესი ავიახაზები

რატომ არის ბილეთი ასეთი ძვირი?

ავიაკომპანიის ბილეთების ღირებულება დამოკიდებულია არა პუნქტებს შორის მანძილზე, არამედ მარკეტინგულ პოლიტიკაზე. სიეტლიდან ოსლოში ბილეთის ღირებულება – ეს არ არის სიეტლი-ფრანკფურტის და ფრანკფურტი-ოსლოს რეისების ღირებულების ჯამი. გამჭოლი ტარიფი  პუნქტებს შორის წესდება ბაზრის მდგომარეობისა და მგზავრობის ალტერნატიული გზების რაოდენობის გათვალისწინებით.

Hidden City Ticketing. როგორ ავიცილოთ თავიდან ჯარიმა?

იმისათვის, რომ ავიაკომპანიის პრეტენზიები თავიდან აიცილოთ, სასურველ პუნქტში (Lufthansa-ს მგზავრის შემთხვევაში – ბერლინში) ბილეთის შეძენისას სხვა ავიაკომპანია უნდა აირჩიოთ ან სხვა დროს, უფრო  მოგვიანებით გაფრინდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემაში „დუბლი“ გაჩნდება, ვინაიდან ერთი და იმავე პიროვნებას არ შეუძლია ერთდროულად გაემგზავროს ოსლოსა და ბერლინში. სხვათა შორის, ავიაკომპანიას „დუბლის“ გაუქმება შეუძლია.

მაგრამ რაც მთავარია – ყურადღებით წაიკითხეთ საჰაერო გადამზიდი კომპანიის მომსახურების გამოყენების პირობები. ზოგიერთი ავიაკომპანია კრძალავს მარშრუტის შეცვლას და წესებში უთითებს, მაგალითად, როგორც Qatar Airways: „თუ გსურთ თქვენი რეისის ნებისმიერი ასპექტის შეცვლა, წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ. თქვენი ახალი მარშრუტის ტარიფი დაანგარიშდება და თქვენ ახალ ფასს მიიღებთ ან თავდაპირველად შერჩეული ბილეთით მოგზაურობის შესაძლებლობა გექნებათ“. ეს ნიშნავს, რომ თუ მგზავრი შუალედურ პუნქტში დატოვებს მარშრუტს, იგი იმ წესებს დაარღვევს, რომელთაც დაეთანხმა და ამისათვის პასუხს აგებს.

ავიაკომპანია ფორმალურად უფლებამოსილია თავიდან დაიანგარიშოს ფრენის ღირებულება. Air France წერს: „მარშრუტის ან მოგზაურობის თარიღის ნებისმიერმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მოქმედ ტარიფზე“.

ჯარიმის გარდა, როგორ შეიძლება დასაჯონ ლაიფჰაკერები? იმ მგზავრებს, რომლებიც ხშირად არ ცხადდებიან რეისებზე, მრავალი ავიაკომპანია  თავისი დაჯილდოვების პროგრამებიდან რიცხავს.

ზოგადად, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია წახვიდეთ თუ არა ავანტიურაზე. Aviabiletebi.org-ის მგზავრებს რისკზე წასვლა არ უხდებათ, რადგან ისინი ყოველთვის ყველაზე მომგებიან ბილეთებს პოულობენ.

წყარო: aviabiletebi.org