სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის თოფქაფის სასახლე. ამ სტატიაში სიამოვნებით მოგიყვებით მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და გაგიზიარებთ სხვადასხვა პრაქტიკულ ინფორმაციას მის შესახებ. სასახლე მდებარეობს სტამბოლში ფატიჰის რაიონში, სულთანაჰმედის კვარტალში, სადაცქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. სანამ სასახლის დათვალიერებას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად შეისწავლოთ მისი განლაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოთ ან ერთ წრეზემოგიწიოთ სიარული. იგი ორ ნაწილად იყოფა: პალასი და ჰარემი.
სტამბოლში თოფქაფის სასახლე ოსმალეთის 25 სულთნის რეზიდენციად ითვლებოდა, რომლებიც ქვეყანას 400 წლის მანძილზე მართავდნენ – 1465 წლიდან 1853 წლამდე. ახლა იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. სასახლის მშენებლობა მეჰმედ მე-2-ის ბრძანებით დაიწყო და ფორმალურადდასრულდა 1479 წელს, თუმცა რეალურად მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა, რადგან ცვლილებების გამო წლიდან წლამდე იზრდებოდა მისი ფართობი. საბოლოოდ, მისმა ფართობმა 700 000 კვადრატული მეტრი შეადგინა. იგი შედგება ოთხი ცალკეული ეზოსგან, რომლებიც გადაჭიმულია ხუთ კილომეტრზე.
აღსანიშნავია, რომ 1854 წელს სულთანმა აბდულმეჯიდ I-მა რეზიდენციაგანაახლა. 1923 წლიდან კი თოფქაფის სასახლე მუსტაფა ქემალ ათათურქისბრძანებით გაიხსნა როგორც მუზეუმი, სადაც საზოგადოებისთვისწარმოდგენილი ექსპონატების რაოდენობა დღესდღეობით 65 000 ერთეულსშეადგენს.
პირველი მოედანი მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს იმპერიული კარიბჭე ჰქვია. პირველ მოედანზე, ასევე, საიმპერიო ზარაფხანა მდებარეობს (1727), ჰაგია ეირენეს ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმი (მე-19 საუკუნე) ურიცხვ შადრევანთან, პავილიონთან და პარკთან (მათ შორის, გულჰანის ბაღჩა, ყოფილი საიმპერატორო ვარდების ბაღი) ერთად.
სალამის დიდ კარიბჭეს მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ მივყავართ, სადაც ნახავთ საცხობებს, საჯინიბოსა და საიმპერატორო ჰარამხანას. ასევე ამაოებათა კარიბჭეს შევყავართ მესამე მოედანზე, რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს.