მოგზაურობისას COVID-ვაქცინაციის პასპორტი სავალდებულო არ იქნება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო კომიტეტზე მიიღეს.

როგორ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, აღნიშნულის მიზეზი ამ დროისათვის ვაქცინაზე დაბალი ხელმისაწვდომობაა. 

”იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინების გავლენა COVID-19-ის გადაცემის შემცირებაზე ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ვაქცინების ხელმისაწვდომობა ამჟამად ძალიან შეზღუდულია, კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს ჩამოსული მოგზაურებს ვაქცინაციის დამამტკიცებელი საბუთი არ მოსთხოვონ”, აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს გაატარონ კოორდინირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ზომები მოგზაურობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ.