ვალენტინობას, 14 თებერვალს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ, თუმცა ამ რომანტიკულ დღეს თურქეთში უფრო განსაკუთრებულად ხვდებიან. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ სამ ყველაზე საინტერესო ადგილს, სადაც მსოფლიო კულტურული ღირსშესანიშნაობები და ტრადიციული მრავალფეროვანი კულტურაა წარმოდგენილი.
სტამბოლი
მოგეხსენებათ, აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე მომაჯადოებელი ქალაქი სტამბოლი უამრავ სანახაობას სთავაზობს ხელოვნებისა და კულტურის მოყვარულთ. ამას გარდა, ის არის ყველაზე სასიამოვნო ადგილი დაუვიწყარი ადგილი რომანტიკული დღეების გასატარებლად. ქალაქის თვალწარმტაცი ხედები თქვენ და თქვენს პარტნიორს საოცრად აღგაფრთოვანებთ. მაგალითად, შეძლებთ ნახოთ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული შენობები, როგორიცაა აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, თოფქაფის სასახლე და ბაზილიკის ცისტერნა. ამასთან, გაისეირნოთ ულამაზეს ქუჩებში და თქვენს პარტნიორს აჩუქოთ საოცარი საჩუქრები, რომელთა ფართო არჩევანიც სტამბოლის დიდ ბაზრებში დაგხვდებათ. შეგიძლიათ ამ განსაკუთრებულ დღეს მოინახულოთ გალათაპორტი,საკრუიზო გემებისთვის განკუთვნილი მთავარი პორტი, ასევე ქალაქის პირველი თანამედროვე მუზეუმი Istanbul Modern და სხვ.
რამდენიმე დღე ზღაპრულ კაპადოკიაში
კაპადოკია თურქეთსა და მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად ითვლება. ეს არის ადგილი, სადაც წყვილებს შეუძლიათ საოცრად დატკბნენ რომანტიკული წუთებით და შეიგრძნონ ამ დღის მნიშვნელობა. აქ მოგეხსენებათ არის ისტორიული ბუხრები, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინო ან ცხელი თურქული ყავა და დაათვალიეროთ კაპადოკიის ცნობილი მიწისქვეშა ქალაქები. რაც შეეხება საჰაერო ბუშტებს, ეს თქვენს დღეს უფრო მეტად გაალამაზებს და საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ქალაქის უმშვენიერესი ხედებით.
ვალენტინობის დღე ანტალიაში
თურქეთის ქალაქ ანტალიას, რომელსაც წელიწადის 300 დღე მზე დაჰყურებს ზემოდან, ამ სეზონზე ფაქტობრივად სამოთხეს დაამგვანებთ. აქ თქვენს პარტნიორთან ერთად შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი შენობები, ასევე გამოიყენოთ სალაშქრო მარშრუტები და ისიამოვნოთ ქალაქის ულამაზესი ბუნებითა და და კულტურით. ანტალიაში, მრავალსაუკუნოვან საპორტო ქალაქში, შეგიძლიათ შეუერთდეთ ნავის ტურებს კალეიჩიდან ან იქირაოთ კერძო იახტა. აქ ნახავთ პატარა უძველეს ქალაქებს, რომლებიცაა პერგე, ასპენდოსი და გაეცნოთ რეგიონის ღრმად ფესვგადგმულ კულტურას.
აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ზღვის პროდუქტებიც, რომლებშიც შედის მრავალი ტიპის თევზი, რვაფეხა და სხვ.