დიდებული და ულამაზესი სტამბოლი ყოველთვის ახერხებს სტუმრების მოხიბვლასა და გაოცებას თავისი ენერგიული და სიცოცხლით სავსე ცხოვრების სტილით, გამორჩეული არქიტექტურით, კულტურითა და უგემრიელესი კერძებით.  ეს ის ქალაქია, რომლის ერთხელ ნახვის შემდეგაც  წარმოუდგენელია უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ.

იმისათვის, რომ სტამბოლის განსაკუთრებულობა ბოლომდე შეიგრძნოთ, საჭიროა წინასწარ ზუსტად იცოდეთ, თუ რა უნდა გააკეთოთ თქვენი ვიზიტის განმავლობაში და როგორ გაატაროთ დაუვიწყარი დღეები.   სტატიაში სწორედ იმ ადგილებსა და აქტივობებს გაგაცნობთ, რომლებიც სტამბოლში მოგზაურობისას უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ.

აქ მოსანახულებელი ადგილები მდებარეობს ქალაქი სცენტრში ან მის მახლობლად.  იგი ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს ბუნების მოყვარულ მოგზაურებს, რომლებსაც სურთ შემოდგომაზე შეისწავლონ ულამაზესი სტამბოლი და აღმოაჩინონ საოცარი ადგილები.

ბელგრადის ტყე

ბელგრადის ტყე (თურქ. Belgrad Ormanı) — შერეული ფოთლოვანი ტყე, რომელიც მდებარეობს სტამბოლის ბუნების ცენტრში. იგი არის  საკმაოდ დიდი და მისი ფართობი შეადგენს 5300 ჰექტარს.  მას ოსმალეთის იმპერიის დროს სანადიროდ იყენებდნენ. ქალაქიდან 40 წუთის დაშორებით მდებარე ეს ადგილი სეირნობისთვის, სირბილისთვის და ლაშქრობისთვის საუკეთესო ადგილია. ვისაც სურს, რომ მოწყდეს ქალაქის აურზაურს  ცოტა ხნით და დაისვენოს, აუცილებლად უნდა ეწვიოს ბელგრადის  ფოთლოვან ტყეს, სადაც შეძლებს ხეების გარემოცვაში მაქსიმალურად  განტვირთავს. საბოლოოდ, ტყე  სასიამოვნო გარემოს სთავაზობს ქალაქიდან გაქცევის მსურველებს.

მწვანე თავგადასავალი

სტამბოლიდან მანქანით მხოლოდ საათნახევრის სავალზე არის ბალიკაიალარის პარკი (Ballıkayalar Nature Park), რომელიც იდეალურია ლაშქრობებისთვის. ასევე ნახავთ დასავლეთით მდებარე კოჯაელის პარკსაც, სადაც შეგიძლიათ ნახოთ გარეული ცხოველები, ფრინველები და სხვ.  აქ   გარდა ლაშქრობისა, შეგიძლიათ დაკავდეთ მრავალი აქტივობით, რაც არის მაგალითად, კლდეზე ცოცვა და სხვ.

აქ აღსანიშნავია სოფელი თექირდაღიც შარქოის რაიონში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბუნების მოყვარულთათვის.  იგი სალაშქროდ სტამბოლის გამორჩეულ ადგილებს შორის მოიაზრება, სადაც არსებობს ქემფინგია დ აპარაპლანით დაშვების შსაძლებლობა.