სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, რომელსაც აქვს მომხიბვლავი ისტორია, უნიკალური სამზარეულო და მრავალფეროვანი კულტურა.  შაბათ-კვირა საუკეთესო პერიოდია, როცა თქვენ შეძლებთ თქვენი დასვენების დღეები ამ უნიკლაურ ქალაქში გაატაროთ და განიტვირთოთ მაქსიმალურად.

08:00 – 10:00; დღის საუკეთესოდ დაწყება შეგიძლიათ უნიკალური თურქული სამზარეულოთი

დღის დასაწყებად იდეალური შესაძლებლობაა ყველასთვის ცნობილი თურქული საუზმე. მას აქვს გარკვეული სახეობები. მაგალითად, თუ სტამბოლის კაფეებში შეუკვეთავთ “spread” სახელწოდების საუზმეს, თქვენს მაგიდაზე მოთავსებული იქნება მრავალფეროვანი თურქული ყველი, მათ შორის უგემრიელესი მწვანე და შავი ზეთისხილი მარმარილოსა და ეგეოსის ზღვიდან; ახალი მწვანილი; თაფლი, მურაბები და კაიმაკი (შედედებული ნაღები), მენემენი-შეუცვლელი თურქული საუზმის კერძი კვერცხით, წიწაკით და პომიდვრით. და, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან ახლავს ყველასთვის ცნობილი სიმითი, თბილი პური და ახლად მოხარშული ჩაი ტიტის ფორმის ჭიქებში.   პარალალეურად კი, შეძლებთ დატკბეთ ბოსფორისა და ქალაქის საოცარი ხედებით.

10:00-14:00; ისტორიულ ნახევარკუნძულზე კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულება

საუზმის შემდეგ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისტორიული ნახევარკუნძული (The Historical Peninsula),  რომელიც შესანიშნავად აჩვენებს ქალაქის ისტორიულ-კულტურულ  ტექსტურას. აქ ნახავთ საოცარ კულტურულ ძეგლებს , რომლებიცაა ენით აღუწერელი აია სოფია, დიდებული სულთან აჰმედის მეჩეთი და იდუმალებით მოცული ბაზილიკის ცისტერნა. ასევე, სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი და   თოფქაფის სასახლე, სადაც ოსმალეთის სულთნები ცხოვრობდნენ.

14:00-16:00; საუკეთესო პერიოდი გრანდბაზარის მოსანახულებლად

ეწვიეთ გრანდბაზარს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი სავაჭრო მიმართულებაა თურქეთში. აღნიშნულ კომპლექსში  იყიდება ტანსაცმელი, სუვენირები, ქსოვილები, ხალიჩები, ანტიკვარული ნივთები, სპილენძის მოხატული  ჭურჭლები, ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებულიი სამკაულები, სანელებლები, სხვადასხვა თურქული ჩაი, ყავა, ბაქლავა, ჰალვა, ლოქუმი და სხვ. თუმცა ეს მცირედი ჩამონათვალია იმისა, თუ რის შეძენა შეგიძლიათ სტამბოლის დიდ ბაზარზე. 

16:00-18:00; მშვენიერი დრო ბოსფორზე მზის ჩასვლის ყურებისთვის

ამ შუალედში მშვენიერი შესაძლებლობაა ტრამვაითი წახვიდეთ  ემინონუში და ეწვიოთ სანელებლების ბაზარს. ამ დახურულ ბაზარში განთავსებულია დახლები, სადაც დაგხვდებათ  ფერადი და არომატული სანელებლები, ჩირები, ჩაი, ყავა და სხვ.    ამ ბაზარიდან ხუთი წუთის სავალზე შეგიძლიათ ბოსფორის ტურს ჩაერთოთ და საშუალოდ 90 წუთში შეძლოთ სტამბოლის ორივე მხრის დათვალიერება.  მანამდე კი მიირთვათ ცნობილი  balık ekmek – თევზი და პური.

19:30-22:30; ვახშმის დრო 

 დღე სტამბოლში დაასრულეთ  ქალაქის უნიკალურ რესტორნებში, რომლებიც  Michelin-ის ვარსკვლავებით არის აღჭურვილი.    აქ დაგხვდებათ საოცრად მრავალფეროვანი თურქული კერძები.

კვირა

10:00-14:00; მეორე დღე 

შეგიძლიათ ქალაქში თქვენი მეორე დღე დაიწყოთ ხრაშუნა სიმითების, თეთრი ყველისა და ჩაის მირთმევით, როგორც რიგით სტამბოლელს შეეფერბა. შემდეგ მოინახულოთ გალათაპორტი, შეიაროთ რესტორნებში, კაფეებში და ქალაქში არსებულ კულტურულ ადგილებში.

14:00-18:30; დროის ამ მონაკვეთში  შემდეგ მოინახულეთ ქალაქის ცეტრი – ტაქსიმი, სადაც უამრავი რამ არის სანახავი. მაგალითად, ისტორიული გვირაბი , თურქეთის პირველი მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემა და მსოფლიოში მეორე უძველესი სარკინიგზო სისტემა, რომელიც აკავშირებს კარაკოისა და ისტიკლალის ქუჩას.   ასევე ნახავთ გალათას კოშკს, სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო სიმბოლოს უძველესი ქალაქის პანორამული ხედით. ისტიკლალის ქუჩაზე შეგიძლიათ ცნობილი წითელი ადგილობრივი ტრამვაით ისეირნოთ, რა დროსაც ქუჩაზე დაათვალიერებთ ეკლესიებს, მუზეუმებს, დიდ და პატარა გალერეებს, ასევე სხვა ისტორიულ შენობებს. თუ ფეხით გაისეირნებთ , დაგხვდებათ კაფე-რესტორნები, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი თურქული კერძები. 

19:00-23:30; მოგზაურობის დასრულება

თქვენი გასეირნება თაქსიმის მოედანზე უნდა დაასრულოთ ახალი, ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრის (AKM) მონახულებით.  ის ხუთი ბლოკისგან შედგება.  აღსანიშნავია, რომ AKM-ის ბრწყინვალე ოპერის დარბაზში, რომლის ტევადობაც ორ ათასზე მეტი ადამიანია, ხშირად ტარდება მსოფლიო დონის შოუები და კონცერტები. დიდი ალბათობით, თქვენ რომ ეწვევით, მაშინაც არ იქნება ცარიელი იგი და დაგხვდებათ უამრავი საინტერესო სანახაობა.