ქალაქ სტამბოლს, რომელიც ორ კონტინენტზეა გადაჭიმული, ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ახალი წელი შეყვარებული ადამიანებისთვის დაუვიწყარი გახადოს. მაგალითად, მათ შეუძლიათ ისიამოვნონ ბოსფორის ტურით, იმოგზაურონ პრინცის კუნძულებზე, მოინახულონ ულამაზესი ისტორიული ადგილები და ჰქონდეთ რომანტიკული ვახშამი მიშლენის ვარსკვლავმინიჭებულ რესტორნებში.

საუზმე

სტამბოლში საახალწლო მოგზაურობის დაწყებამდე შეგიძლიათ  მიირთვათ საოცარი თურქული საუზმე, რომელშიც შედის უგემრიელესი ჩაი, ტკბილეული და  ნაირ-ნაირი ყველი.  სტამბოლი იდეალური ქალაქია  არქიტექტურული ქმნილებების,  მუზეუმებისა და ზოგადად, ისტორიის მოყვარულთათვის.     თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ალაქის ყველაზე რომანტიკულ ადგილებს – გალათას   და ბოსფორის შუაგულში მდებარე ქალწულის კოშკს, სადაც თქვენ წინაშე საოცარი ხედი გადაიშლება.  ამის შემდეგ კი მოიწყოთ რომანტიული ვახშამი საუკეთესო რესტორნერბში და დატკბეთ ჯადოსნური წუთებით.

საკრუიზო დღესასწაულები

უნიკალური საახალწლო აქტივობის განსახორციელებლად, შეგიძლიათ ისეირნოთ ბოსფორის სრუტეზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ანატოლიასა და ქვეყნის ევროპულ მხარეებს. მოგზაურობის დროს არ დაგავიწყდეთ თოლიების აჭამვა, რომელიც საოცარ შეგრძნებებს მოგგვრით.  ამ ტურის დროს,   გამოცდილი გიდების ხელმძღვანელობით, თქვენ ისეირნებთ კრისტალურად სუფთა წყლებში, გაივლით ყველასთვის ცნობილ,  მომხიბვლელ სასახლეებს და დატკბებით სტამბოლის საკულტო ღირსშესანიშნაობების ხედით.

პრინცის კუნძულები

პრინცის კუნძულები რომანტიკისა და სიმშვიდის განსახიერებაა. თქვენ შეგიძლიათ ხელჩაკიდებული ისეირნოთ კუნძულის ვიწრო ქუჩებში და პარალელურად დაათვალიეროთ შესანიშნავი ისტორიული ძეგლები.  დღის დასრულებისას კი შეგიძლიათ შეხვდეთ ახალ წელს  თევზის რესტორანში და დაააგემოვნოთ საოცარი თევზი და ადგილობრივი ღვინო.

სადღესასწაულო გართობა

სტამბოლში ისტიკლალის ქუჩას, ნიშანთაშსა და ქადიქოის  შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს სძინავთ. ეს ჩვეულებრივ დღეებში, მაგრამ წარმოიდგინეთ, ახალ წელს რა სიტუაცია იქნება აქ?  ახალ წელს აქ იქნება საოცარი სადღესასწუალო ატმოსფერო და ენერგიებით აღსავსე ქუჩები.  ისტიკლალის ქუჩის გასწვრივ, ნახავთ, რომ ყველა მაღაზია მორთულია. აღსანიშნავია  წმინდა ანტონის ეკლესია, რომელიც სტუმრებს უზარმაზარი საახალწლო ნაძვის  ხით, გვირგვინებითა და სანთლებით დახვდება. ქადიქოიში დაგხვდებათ დიდი საკონდიტრო მაღაზიები, სადაც ახალ წელთან დაკავშირებულ საინტერესო და ორიგინალურ საკონდიტრო ნაწარმებს შეხვდებით. ამასთან, აქ თქვენ იპოვით საუკეთესო სასადილო ადგილებს უგემრიელესი კერძებითა და  ცოცხალი მუსიკით, რომელიც განსაკუთრებულ რომანტიკას შესძენს თქვენს მოგზაურობას.