ამერიკულმა Frontier Group-მა, რომელიც ავიაკომპანია Frontier Airlines-ის მფლობელია, Spirit Airlines-სგაერთიანებაზე ახალი პირობები შესთავაზა.
2022 წელს Frontier ავიაკომპანია Spirit-ის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო, რომელთა გარიგება 2,9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა, JetBlue Airways-მა Spirit-ს უფრო ხელსაყრელი პირობები შესთავაზა და ავიაკომპანიამ Frontier-თან გარიგებაზე მაშინ უარი თქვა.
თუმცა, საბოლოოდ ვერც JetBlue-Spirit-ის გარიგებამ მიიღო აშშ-ს მარეგულირებლებისგან შესაბამისი დასტური და 2023 წლის იანვარში აშშ-ს სასამართლომ აღნიშნული გარიგება დაბლოკა. კომპანიებმა შერწყმის ხელშეკრულება 2024 წლის მარტში შეწყვიტეს.
ნოემბერში Spirit-მა განაცხადი შეიტან გაკოტრების შესახებ, რაც მას საშუალებას აძლევდა ოპერირება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში გაეგრძელებინა.
აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენისას Frontier-მა თქვა, რომ მისი შემოთავაზებული პირობები უფრო მომგებიანი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ვიდრე Spirit-ის რესტრუქტურიზაციის გეგმა. ეს მოიცავს Frontier-ის ობლიგაციებისა და აქციების განაწილებას Spirit-ის კრედიტორებისთვის.
თუმცა Spirit-მა უარყო Frontier-ის ახალი შეთავაზება.