თურქული ავიაკომპანია Freebird Airlines-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თურქეთის კურორტებიდან თბილისის მიმართულებით იწყებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე, განთავსებული განრიგიდან ირკვევა, რომ Freebird Airlines-ი ანტაია-თბილისი-ანტალიას საჰაერო ხაზზე ოპერირებას 28 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით შეუდგება და შემდგომ 5 სიხშირემდე გაზრდის.
Freebird Airlines-ი ფრენებს განახორციელებს ასევე ბოდრული-თბილისი-ბოდრუმის საჰაერო ხაზზეც. ფრენები აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
თურქული ავიაკომპანია Freebird Airlines-ი Gözen Holding-ში შემავალი ავიაკომპანიაა და ძირითადად ჩარტერულ ფრენებზეა ორიენტირებული.
ავიაკომპანია 2000 წელს დაფუძნდა, თუმცა ოპერირება ოდნავ მოგვიანებით, 2001 წლის 5 აპრილიდან სტამბოლსა და ლიონს შორის ფრენების შესრულებით დაიყო, რომელსაც McDonnell Douglas MD-83-ით ასრულდებდა. 2003 წლის ნოემბრიდან კი მის ავიაპარკს Airbus A320 დაემატა. დღეს ავიაკომპანიის ფლოტში მხოლოდ Airbus-ის თვითმფრინავებია.