Four Seasons-ი სტუმარ-მასპინძობის ინდუსტრიაში ლიდერობას განაგრძობს.
Four Seasons Hotel Istanbul-მა, რომელიც მდებარეობს სულთანაჰმეტზე, მიიღო ყველაზე მეტი ხმა Travel + Leisure-ის მკითხველებისგან და პირველი ადგილი დაიკავა Travel + Leisure World’s Best Awards-ში.
65 ნომრიანი სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ტრადიციულ თურქულ ჰამამს Kurna-ს, რესტორან AVLU-ში თანამედროვე ანატოლიურ სამზარეულოს შეფ Ozgur Ustyun-ისგან, Süreyya Teras Lounge-ში, რომელიც აია სოფიას გადაჰყურებს, ადგილობრივად დამზადებული კოქტეილებს. სასრუმრპს 200-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი უზრუნველყოფს სტუმრების მაღალ მომსახურებას.
Four Seasons Hotel Istanbul-ის (1/100) გარდა, მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ტოპ 100-ში მოხვდნენ Four Seasons-ის სხვა სასტუმროებიც: Four Seasons Hotel Istanbul ბოსფორზე (8/100), Four Seasons Hotel Milano (54/100) და Four Seasons Hotel Kyoto (100/100).
როგორც ცნობილია კომპანია Four Seasons Hotels and Resorts-მა თავისი პირველი სასტუმრო 1961 წელს გახსნა და მას შემდეგ ცდილობს გააუმჯობესოს თავისი მომსახურება მუდმივი ინოვაციებისა და სტუმართმოყვარეობის უმაღლესი სტანდარტების მეშვეობით. Four Seasons-ის მართვის ქვეშ ამ დროისათვის 126 სასტუმროა.
Travel + Leisure-ის გლობალური აუდიტორია 15 მილიონ ადამიანს აჭარბებს. შეერთებული შტატების გარდა, ჟურნალი გამოდის ჩინეთში, ინდოეთში, მექსიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.