უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA, სალიზინგო კომპანიების მოთხოვნით უკრაინიდან 5 ერთეული საჰაერო ხომალდის გაყვანის ფაქტს ადასტურებს.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საგარეო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, FlyUIA-მ მიიღო ოფიციალური შეტყობინება სადაზღვევო კომპანიებისგან უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენების თვითმფრინავების დაზღვევის შეწყვეტის შესახებ.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, FlyUIA, მეიჯარეების მოთხოვნით, აგზავნის 5 ერთეულ Boeing 737-800-ს ესპანეთში, რაც შეეხება კომპანიის ფლოტში არსებულ სხვა თვითმფრინავებს ისინი შენარჩუნებული იქნება. გარდა ამისა, ავიაკომპანიის 2 თვითმფრინავი იგზავნება ბელგრადში ძრავის გეგმიური ტექნიკური დათვალიერებისთვის.

ავიაკომპანია შეგატყობინებთ მომავალში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. გირჩევთ, თვალი ადევნოთ ავიაკომპანიის სიახლეებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე ფრენების განრიგს შესახებ. ავიაკომპანია FlyUIA ცდილობს და მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს სადაზღვევო კომპანიებთან, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სახელმწიფო საავიაციო სამსახურთან, იმედს ვიტოვებთ, რომ საერთო შეთანხმება იქნება”, განმარტავენ FlyUIA-ში.

FlyUIA-მ სალიზინგო კომპანიების მოთხოვნით საჰაერო ხომალდების საზღვარგარეთ გაყვანა დაიწყო