უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისიდან ნიუ-იორკისა და ტორონტოს მიმართულებით პრომო ტარიფების შესახებ აცხადებს. ფასდაკლების აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 14 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა ნიუ-იორკის მიმართულებით 2019 წლის 14 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში უნდა დაიგეგმოს, ხოლო ტორონტოს მიმართულებით 2019 წლის 2 თებერვლიდან 2 აპრილის პერიოდში.
ავიაკომპანია FlyUIA-ს ინფორმაციით, თბილისიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 250 ევროდანაა, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის – 450 ევროდან.
რაც შეეხება ტორონტოს მიმართულებას, ერთმხრივი ავიაბილეთის ფასი 340 ევროდანაა, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 550 ევროდან. აღნიშნული ტარიფი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.