უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისიდან ევროპისა და ამერიკის ქალაქებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. როგორც AviaNews-ს FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა დღეიდან დაიწყო და 21 თებერვლამდეა შესაძლებელი. ფასდაკლების აქცია ვრცელდება 29 თებერვალამდე დაგეგმილ ავიარეისებზე.
ფასები მოცემულია ევროში და მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს. აღნიშნულ ტარიფში შესულია ასევე აეროპორტის მოსაკრებელიც!
PS. აღნიშნული ფასები მოცემულია სატარიფო გეგმის მიხედვით. უფრო კონკრეტულად თუ რას მოიცავს თითოეული სატარიფო გეგმა იხილეთ სლაიდი: