ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) თბილისიდან ევროპის ცენტრალური ქალაქების მიმართულებით ფასდაკლების აქციას აცხადებს. FlyUIA-ს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 9 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2019 წლის 15 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში დაიგეგმოს.
FlyUIA-ს ინფორმაციითვე, აქცია ვრცელდება თბილისიდან შემდეგ მიმართულებებზე:
- ვარშავა: 100 ევროდან (ერთი გზა) – 170 ევროდან (ორი გზა);
- რიგა: 110 ევროდან (ერთი გზა) – 170 ევროდან (ორი გზა);
- ვილნიუსი: 120 ევროდან (ერთი გზა) – 180 ევროდან (ორი გზა);
- ბერლინი:100 ევროდან (ერთი გზა) -190 ევროდან (ორი გზა);
- მიუნხენი: 100 ევროდან (ერთი გზა) -190 ევროდან (ორი გზა);
- რომი: 110 ევროდან (ერთი გზა) – 200 ევროდან (ორი გზა);
- ვენა: 120ევროდან (ერთი გზა) – 200 ევროდან (ორი გზა);
- პარიზი: 110ევროდან (ერთი გზა) – 210 ევროდან (ორი გზა);
- პრაღა: 134 ევროდან (ერთი გზა) – 210 ევროდან (ორი გზა);
- ამსტერდამი: 140 ევროდან (ერთი გზა) – 220 ევროდან (ორი გზა);
ფასი – მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს