უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისი-ნიუ იორკის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. როგორც FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, პრომო აქციის ფარგლებში ავიაბილეთების გაყიდვა 17 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 20 მაისამდე პერიოდში.
აქციის ფარგლებში თბილისი-ნიუ იორკი-თბილისის ავიაბილეთების ღირებულება 460 ევროდანაა. აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტების მოსაკრებელსაც.