უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისი-კიევის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთებით მოგზაურობა 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 28 თებერვლამდე დაიგეგმოს.

აქცია არ ვრცელდება 2018 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 4 იანვრამდე დაგეგმილ რეისებზე. ფასდაკლების მიხედვით კი ბილეთის ფასი (ერთი გზა) 62 ევროდანაა (ბარგის გარეშე), ხოლო ბარგით 77 ევროდან. რაც შეეხება ორმხრივ ავიაბილეთს, მისი ფასი ბარგის გარეშე 110 ევროდანაა, ხოლო ბარგით – 135 ევროდან.

PS. სპეციალური ფასები ვრცელდება მხოლოდ PS 519 / PS520 რეისებზე – საუბარია იმ დამატებით სიხშირეებზე, რომელზე ოპერირებასაც FlyUIA 20 დეკემბრიდან შეუდგება.