უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები  FlyUIA თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აქცია 27 იანვრამდე შეძენილ ავიაბილეთებზე ვრცელდება, რომლის ფარგლებშიც ერთი გზის ღირებულება 60 ევროდანაა, ხოლო ორი გზის – 90 ევროდან. ბილეთის ფასი მოცავს 1 ჩასაბარებელ ბარგს და ასევე აეროპორტის მოსაკრებლებს. ფასდაკლების აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთებით მოგზაურობა 30 მარტამდე უნდა მოხდეს.

FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ აქცია ეხება ხუთშაბათისა და კვირის რეისებს და არ ეხება 7-11 მარტს დაგეგმილ ფრენებს.