უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების FlyUIA-ს თვითმფრინავი ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა იჯარით აიღო. ამით ლატვიური ავიაგადამზიდავი ცდილობს ომის დროს უკრაინულ ავიაკომპანიას დაეხმაროს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად, FlyUIA ვერ ახერხებს საკუთარი ფრენების განხორციელებას და ეკიპაჟების მუშაობის უზრუნველყოფას. უკრაინის საჰაერო სივრცე და ქვეყნის აეროპორტები სამოქალაქო ავიაციისთვის განუსაზღვრელი ვადით 2022 წლის 24 თებერვლიდან დაკეტილია.

airBaltic-თან უკვე გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს Boeing 737-900ER თვითმფრინავის დროებით იჯარას უკრაინელ პერსონალთან ერთად. ეს არის ყველაზე დიდი საშუალო მაგისტრალური  ავიალაინერი, რომელიც FlyUIA-ს ფლოტში იროცხრბა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 200 მგზავრის გადაყვანა.

airBaltic-ი უკრაინული ავიაკომპანიის თვითმფრინავს გაზრდილი მოთხოვნის მქონე მარშრუტებზე გამოიყენებს.

ცნობილია, რომ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, თვითმფრინავის დროებითი იჯარა 1-ლი მაისიდან იწყება, თუმცა ხეშეკრულების ვადა საჯარო არ არის.

ს დაიწყება. მისი ხანგრძლივობა არ არის გამჟღავნებული. ევროპაში სამუშაოდ, FlyUIA-ს ფრენის უსაფრთხოების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტები გააჩნია.

ომის დაწყებამდე FlyUIA-მ 12 თვითმფრინავით ოპერირებდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, მისი ხუთი თვითმფრინავი, flightradar24.com-ის მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთ იყო.