უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA ახალი სერვისის დამატების შესახებ აცხადებს. ამიერიდან ავიაკომპანიის საიტზე შესაძლებელი გახდა ავიაბილეთის ფასის და ადგილის დაფიქსირება (Hold the Price). აღნიშნული სერვისით სარგებლობა რეისამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრეა შესაძლებელი. იმისათვის, რომ მგზავრმა ავიაბილეთის ფასის “გაყინვა” შეძლოს მას €5.99 გადახდა მოუწევს, სამაგიეროდ კი ავიაბილეთის ტარიფი 48 საათის განმავლობაში შეუნარჩუნდება. აღსანიშნავია ისიც, აღნიშნული ტარიფით შესაძლებელია მაქსიმუმ 9 ბილეთის ტარიფის ფიქსირება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სერვისი ჯგუფური ტურების მომხმარებლებისათვის უფრო მეტად დააინტერესებთ.

თუ მგზავრი ჯავშნის გაუქმებას გადაწყვეტს, მას ტარიფის “გაყინვისთვის” გადახდილი თანხა უკან აღარ დაუბრუნდება.

“გაყინვის” ფუნქცია აქტიურია მხოლოდ FlyUIA-ს რეისებზე და არა იმ ავიაბილეთებზე, რომელსაც ავიაკომპანია საკუთარ საიტზე ზიარი კოდების პროგრამის ფარგლებში ყიდის.