FlyUIA-ს აქცია თბილი-კიევის მიმართულებაზე. Ukraine International Airlines-ის (FlyUIA) ინფორმაციით, ფასდაკლების აქციის ფარგლებში თბილისი-კიევის (ერთი გზა) ავიარეისებზე ბილეთის ფასი 70 ევროდანაა, ხოლო ორი გზის ავიაბილეთის ფასი კი – 130 ევროდან.
ავიაბილეთების შეძენა 30 სექტემბრამდე პერიოდში უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2019 წლის 31 მარტამდე დაიგეგმოს. თუმცა აქცია არ ვრცელდება 2018 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 8 იანვრამდე დაგეგმილ რეისებზე.
ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს და ვრცელდება დღის საათებში განხორციელებულ ფრენებზე.
ბილეთის ფასი მოიცავს როგორც ხელბარგს, ასევე ჩასაბარებელ ბარგს (23კგ).