Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) აშშ-სა და კანადის მიმართულებით ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფასდაკლება ვრცელდება თბილისი-ნიუ-იორკისა და თბილისი-ტორონტოს ავიარეისებზე.
FlyUIA-ს ფასდაკლების აქციის ფარგლებში ავიაბილეთის შეძენა 23 სექტემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა ნიუ-იორკის მიმართულებით 2019 წლის 8-დან 22 თებერვლამდე პერიოდში დაიგეგმოს, ხოლო ტორონტოს მიმართულებით 2019 წლის 13-დან 31 იანვრამდე.
აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთის ფასი თბილისი-ნიუ-ოირკის მიმართულებით (ერთი გზა) 170 ევროდანაა, ხოლო ორი გზის საფასური – 299 ევროდან.
თბილისი-ტორონტოს რეისებზე (ერთი გზა) ბილეთის ფასი 170 ევროდანაა, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 300 ევროდან.
ავიაბილეთის ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს. ფრენები ხორციელდება კიევის გავლით.