დაჯავშნის სისტემებში უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ის (FlyUIA) ავიაბილეთები კიევიდან ევროპის მიმართულებით (ორი გზა) 71 დოლარიდან იძებნება. ასეთი დაბალი ტარიფებით შეძენილი ბილეთებით ბორტზე მხოლოდ ხელბარგის ატანაა (7 კგ) შესაძლებელი.

აქციის ფარგლებში FlyUIA-ს ბილეთების შეძენა კიევიდან შესაძლებელია ბუდაპეშტის, ვარშავას, ვენას, კრაკოვის, ვილნიუსის, ლარნაკას, პრაღას, რიგისა და ფრანკფურტის მიმართულებით. 

ავიაბილეთების შეძენა FlyUIA-ს ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. თუ,ცა იმისათვის, რომ აქციით ისარგებლოთ ბილეთის შეძენა 2018 წლის 31 ივლისამდე უნდა მოხდეს.