უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა FlyUIA-მ 1-ელ ივლისამდე ყველა საერთაშორისო მიმართულებებზე ავიაბილეთების რეალიზაცია დახურა, აღნიშნულის შესახებ განცხადება FlyUIA-ს პრეზიდენტმა ევგენი დიხნემ გააკეთა.
მისი განმარტებით, ვირუსის გავრცელების ფონზე პროგნოზი სავალალოა, ხოლო უკრაინა გლობალური ტენდენციის ნაწილია. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ ინდუსტრია იმ ინდიკატორებს, რომლებიც 2020 წელს იყო დაგეგმილი მხოლოდ 2023 წელს მიაღწევს.
დიხნე აცხადებს, რომ FlyUIA საერთაშორისო რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ, პირველად საშუალო მაგისტრალური რეისები აღდგება, რაც გავლენას მოახდენს ავიაკომპანიის ფლოტის სტრუქტურაზე.
FlyUIA-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ბორტზე ხელბარგის ატანას აკრძალება და ასევე ცხელი კერძების ნაცვლად მგზავრს საკვები შეფუთული ფორმით მიეწოდება.