უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA კოპენჰაგენის, ბერლინის, მადრიდის, ბრიუსელისა და მიუნხენის მიმართულებით ორმხრივ ავიაბილეთებზე პრომო ტარიფების შესახებ აცხადებს. FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 26 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2019 წლის 28 თებერვლამდე დაიგეგმოს, გარდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრამდე პერიოდისა. ავიაბილეთის ფასი მოიცავს აეროპორტების მოსაკრებელს და ასევე 1 ერთეულ ჩასაბარებელ ბარგს.

რაც შეეხება პრომო ტარიფებს, ის ორმხრივი ავიაბილეთის შემთხვევაში ასე გამოიყურება:

თბილისი – კოპენჰაგენი – თბილისი 225 ევროდან;

თბილისი- ბერლინი – თბილისი  235 ევროდან;

თბილისი – მადრიდი – თბილისი 260 ევროდან;

თბილისი – ბრიუსელი – თბილისი  265 ევროდან;

თბილისი – მიუნხენი – თბილისი  265 ევროდან;