უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. როგორც საქართველოში ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში განმარტავენ, აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 19 ნოემბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 23 დეკემბრამდე დაიგეგმოს. 

FlyUIA-ს ინფორმაციით, უკვე მოქმედი აქციის მიხედვით, ერთი გზა ბილეთის ღირებულება 39 ევროდანაა, ხოლო ორი გზა კი 87 ევროდან. 

როგორც ცნობილია  FlyUIA-ს ეკონომ კლასის სატარიფო პოლიტიკა  სამი სახის ტარიფზეა გათვლილი: Lite, Standard და Premium-ი. შესაბამისად ავიაბილეთის ფასებიც ასე გამოიყურება: 

Economy Lite – ერთი გზა 39 ევროდან, ორი გზა 87 ევროდან;

Economy Standard  – ერთი გზა 59 ევროდან, ორი გზა 107 ევროდან;

Economy Premium – ერთი გზა 90 ევროდან, ორი გზა 188 ევროდან;

აღნიშნული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.

დანიშნულების ქვეყნის ამჟამინდელი მოთხოვნების შესამოწმებლად ეწვიეთ IATA- ს ვებ https://www.iatatravelcentre.com/international-travel-document-news/1580226297.htm იზრუნეთ უსაფრთხოებაზე და კომფორტზე მოგზაურობისას, COVID -19– ზე ტესტირების ჩატარებით მისაღებ ფასად ჩვენს პარტნიორებთან – სამედიცინო ლაბორატორიებში „IMMD“  https://www.flyuia.com/ua/en/services/sale-of-pcr-tests და სადაზღვევო პოლისის შეძენით https://www.flyuia.com/ua/en/services/travel-insurance#world_and_euro_packages