უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს.

ავიაკომპანიამ ის 50 მარშრუტი გამოაქვეყნა, რომელზედაც ოპერირებას FlyUIA 28 მარტიდან შეუდგება. აღნიშნულ ჩამონათვალშია კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაც. 

როგორც ცნობილია, 2020 წლის 21 მარტიდან საქართველომ, COVID-19-ის პანდემიის გამო, საერთაშორისო რეგულარული ფრენები შეაჩერა.

შეზღუდვა რამდენიმე თვეს გაგრძელდა და 4 თვის წინ ქვეყანამ რეგულარული რეისებზე შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო. ამ დროისათვის უკრაინასა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები არ სრულდება. საუბარია მხოლოდ მრავალჯერად ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც ავიაკომპანიები ერთი თვით ადრე ათანხმებენ. ყველა რეისი არის გამყვანი.