ჩვენ უკვე 27 წლის ვართ, – აცხადებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA და საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით მგზავრებს ფასდაკლების აქციას სთავაზობს. ერთკვირიანი ფასდაკლების აქციის ფარგლებში ავიაბილეთები 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. 

ფასდაკლების აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 25 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2020 წლის  15 ნოემბრიდან 2020 წლის 19 მარტამდე პერიოდში დაიგეგმოს. 

შესაბამისი ავიაბილეთების მოძიება შეგიძლიათ FlyUIA-ს საიტზე.