FlyOne Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
ავიაკომპანია ერევანი–ბათუმი–ერევნის მარშრუტზე ფრენებს 2026 წლის 25 მაისიდან დაიწყებს.
ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს.
ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე flyone.am-ზე ან FLYONE-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.












