საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ის ბორტებზე მალე ქალი ბორტგამყოლები გამოჩნდებიან.
გაზეთის Saudi Gazette-ს ცნობით, ქალი ბორტგამყოლების პირველმა ნაკადმა ტრენინგები უკვე გაიარეს.მათ ყველას საშუალო განათლება გააჩნიათ და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, ასევე აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს.
Flynas-ში განმარტავენ,რომ ქალი ბორტგამყოლების ფორმა საუდის არაბეთის ტრადიციებთან შესაბამისობაშია.
წლის განმავლობაში ავიაკომპანია 300 ბორტგამყოლის მომზადებას გეგმავს.
როგორც ცნობილია საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს საჭესთან ჯდომისა და საფეხბურთო მატჩზე დასწრების უფლება მისცეს.
თუმცა იმავდროულად ქალებს ისევ არ აქვთ უფლება საერთაშორისო პასპორტი აიღონ, საზღვარგარეთ წავიდნენ, საბანკო ანგარიში გახსნან და ასევე ქმრის, ძმის ან მამის ნებართვის გარეშე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთონ.